კრედო საქართველოს ფინანსურ ბაზარზე 1997 წელს გამოჩნდა და ამჟამად 11 რეგიონშია წარმოდგენილი. მისი მისიაა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური სერვისით უზრუნველყოფა. მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად, ის მუდმივად აწვდის მომხმარებლებს საუკეთესო შემოთავაზებებს.
რას გვთავაზობს კრედო?
კრედო თავის კლიენტებს სთავაზობს სხვადასხვა სახის სერვისს, თუმცა ამჯერად ჩვენ ვისაუბროთ სესხებზე და იმ მომსახურებებზე, რომელიც მას ამ კუთხით აქვს:
იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, თუ რას გვთავაზობს კრედო, თითოეული შემოთავაზება ინდივიდუალურად განვიხილოთ.
აგრო ბიზნეს სესხის მეშვეობით, კრედო ბანკი სთავაზობს თანხას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებს, გირაოს გარეშე. გარდა ამისა, მსესხებელს თანხის აღება და დაფარვა შეუძლია როგორც ლარში, ისე დოლარში. გასათვალისწინებელია ის, რომ 10 თვემდე საშეღავათო პერიოდია გათვალისწინებული, ისევე როგორც გამარტივებული თავდები. რაც შეეხება სესხის მიზნობრიობას, ის შეიძლება გამოიყენოთ:
ბიზნეს სესხები განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისათვის, რომელთაც ამ კრედიტის მეშვეობით საშუალება ეძლევათ გააფართოვონ ბიზნესი და მიიღონ მოქნილი ფინანსური მომსახურება, გამარტივებული თავდებით. კრედო მათ სთავაზობს:
ტურისტული ბიზნეს სესხები ორიენტირებულია მათზე, ვინც ამ სფეროში აპირებს განვითარებას და მეტი რესურსის მოძიებას. ამისათვის კრედო სთავაზობს მათ:
Start Up სესხი საუკეთესო შემოთავაზებაა კრედოსაგან, მცირე ბიზნესის განსახორციელებლად. მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს ამ ტიპის კრედიტით 36 თვემდე ვადით, საშეღავათო პერიოდით და შემცირებული საპროცენტო განაკვეთით.
ამ ტიპის სესხის გამოყენება შეიძლება როგორც აგროკულტურის მოსაშენებლად, ისე მაღაზიის ან საოჯახო სასტუმროს დასაწყებად და ა.შ.
ნეო სესხი ახალი პროდუქტია კრედო ბანკისათვის. ის გათვლილია მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულ თანამშრომლებზე, რომელთაც ხელფასი არ ერიცხებათ და აქამდე ვერ სარგებლობდნენ საბანკო მომსახურებებით.
ნეო სესხი ან განვადება შეგიძლიათ მიიღოთ, თუ:
ამ ტიპის სესხით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 40 000 ლარამდე თანხა, 60 თვის ვადით, ნებისმიერი საჭიროებისათვის.
სესხები ლარში იმ მცირე და საშუალო მეწარმეებისათვისაა, რომლებსაც სურთ 10 000 ლარამდე სესხის მიღება გირაოს გარეშე. გარდა ამისა, შესაძლებელია:
რაც შეეხება მიზნობრიობას, სესხი შეიძლება გამოიყენოთ როგორც ბიზნესის განსავითარებლად, ისე სწავლის დასაფინანსებლად, თუ სხვა ნებისმიერი აუცილებლობის დასაკმაყოფილებლად.
სწრაფი სესხი კარგი შემოთავაზებაა მათთვის, ვინც დაკავებულია სასოფლო სამეურნეო საქმიანობით. კრედო სთავაზობს მათ 6000 ლარამდე თანხას 36 თვის ვადით და დამატებითი 6 თვემდე საშეღავათო პერიოდით.
სტუდენტური სესხი განკუთვნილია უშუალოდ სტუდენტებისათვის და სთავაზობს მათ 750 ლარიდან 9000 ლარამდე თანხას 8 წლამდე ვადით. გარდა ამისა, ის საშუალებას იძლევა მომხმარებელმა ძირი თანხის დაფარვა დაიწყოს სწავლის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ.
როგორ მივიღოთ სესხი კრედოზე?
სესხის განაცხადი შეგიძლიათ ორგვარად გააგზავნოთ:
კრედო ბანკს და ზოგადად, ფინანსურ ბაზარს, ბევრი შემოთავაზება აქვს მომხმარებლისათვის. ასეთ პირობებში, რთულია სწორი არჩევანის გაკეთება და ხელსაყრელი სერვისის შერჩევა. იმისათვის რომ ეს პროცესი გაგიადვილდეთ და დრო არ დახარჯოთ არსებული შემოთავაზებების შესწავლაში, ეწვიეთ Finpanda-ს, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ყველა სერვისი, რომელიც თანამედროვე ფინანსურ ბაზარზეა წარმოდგენილი. ფინპანდა მუდმივად სწავლობს ამ სფეროს და აანალიზებს საუკეთესო შემოთავაზებებსა და პროდუქტებს. ეს ცოდნა დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენს საჭიროებებზე და სურვილებზე მორგებული სერვისი და თავიდან აიცილოთ რისკები.