5.1

მომხმარებლის შეფასება

8392

ირჩევს ჩვენს კომპანიას

22711

გაცემული სესხი

აიღე სესხი
  • საერთო შეფასება
  • მოქნილობა & პირობები
  • ღირებულება & განაკვეთი
  • ვებ-გვერდი & სერვისები
  • მომხმარებლის მხარდაჭერა

რატომ

ფინკა ბანკი - აიღე სესხი finca.ge-ზე?

  • 21 წლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის
  • ყველას, ვისაც სჭირდება თანხა 60,000 ლარის ოდენობით

ძებნა

იპოვეთ თქვენთვის საუკეთესო შეთავაზება

თვე

ფინკა ბანკი სხვადასხვა ტიპის პროდუქტს სთავაზობს კლიენტებს: • სესხები • დეპოზიტები • FINCAR • დისტანციური მომსახურება • ფულადი გზავნილები • ანგარიშები და ბარათბი • მომსხურება და ტარიფები

• სწრაფი სესხები • ბიზნეს სესხი • აგრო სესხი • აგრო განვადება • სამომხმარებლო სესხი • ბიზნეს ოვერდრაფტი • საკრედიტო ლიმიტი • სესხი ფულადი გზავნილებით

  • სამუშაო საათები ორშაბათი - პარასკევი: 09:30 - 17:30
    შაბათი: 10:00 - 14:00
  • საკონტაქტო ინფორმაცია (+99532) 224 49 49

ფინკა ბანკს საქართველოში მოღვაწეობის 21 წლიანი ისტორია აქვს. იმ პირველად გამოჩნდა საერთაშორისო მიკროსაფინანსო ინსტიტუტების ქსელის ფილიალის სახით. ფინკას მისიაა სიღარიბის აღმოფხვრა, გრძელვადიანი გადაწყვეტილებების შეთავაზებით, აგრეთვე სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის პირობების გაუმჯობესების გზით.

ფინკას სხვა ბანკებისაგან გამოარჩევს მისი მიდგომა კლიენტებისა და არსებული მომსახურებების მიმართ:

  • ის სანდო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს;
  • ემსახურება სოფლისა და ქალაქის მაცხოვრებლებს, რომლებსაც მანამდე არ ჰქონდათ საშუალება მიეღოთ ფინანსური მომსახურება;
  • მიკრო მეწარმეებს საშუალება ეძლევათ გაიუმჯობესონ საყოფაცხოვრებო პირობები;
  • 80 000-ზე მეტი ადამიანის ძირითადი შემოსავალი, სწორედ ის ბიზნესებია, რომლებსაც ფინკა ბანკი აფინანსებს.

როგორც ხედავთ, ფინკას წვლილი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებაში არც თუ ისე მცირეა. მოდით უკეთ ვისაუბროთ იმ მომსახურებებზე და შემოთავაზებებზე, რომელიც მას აქვს.

 

რას გვთავაზობს ფინკა?

 

ფინკა ბანკი სხვადასხვა ტიპის პროდუქტს სთავაზობს კლიენტებს:

  • სესხები
  • დეპოზიტები
  • FINCAR
  • დისტანციური მომსახურება
  • ფულადი გზავნილები
  • ანგარიშები და ბარათბი
  • მომსხურება და ტარიფები

მოდით ინდივიდუალურად ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე.

სესხების შემოთავაზების მრავალფეროვნება ფინკა ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღეისათვის, ეს სერვისი ძალიან მოთხოვნადია და ფინანსურ ბაზარზე არაერთი კომპანია სთავაზობს მომხმარებელს სასურველი თანხის კრედიტში მიღებას. ფინკა ბანკი  კლიენტს სთავაზობს მაქსიმალურად ფართო სპექტრის მომსახურებებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის მსურველზეა ორიენტირებული:

  • სწრაფი სესხები
  • ბიზნეს სესხი
  • აგრო სესხი
  • აგრო განვადება
  • სამომხმარებლო სესხი
  • ბიზნეს ოვერდრაფტი
  • საკრედიტო ლიმიტი
  • სესხი ფულადი გზავნილებით

როგორც ხედავთ, აქ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ნებისმიერი სახის სესხი და მიიღოთ სასურველი თანხა თქვენი საჭიროებებისამებრ.

ასეთივე მრავალფეროვანი შემოთავაზება აქვს ფინკას დეპოზიტებშიც:

  • ვადიანი დეპოზიტი - რომელიც გამოირჩევა მაღალი საპროცენტო სარგებელით;
  • შემნახველი დეპოზიტი - საშუალებას იძლევა ნებისმიერი სიხშირით შეიტანოთ/გამოიტანოთ თანხა;
  • ზრდადი დეპოზიტი - განკუთვნილი კონკრეტული მიზნისათვის, მაღალი საპროცენტო სარგებელით;
  • საბავშვო დეპოზიტი;
  • ვადიანი დეპოზიტი ‘მეტი სარგებელი’ - დანაზოგის გადადება კონკრეტული პერიოდით და უფრო მეტი საპროცენტო სარგებელით;
  • ზრდადი დეპოზიტი ‘მეტი სარგებელი’ - უცვლელად მაღალი საპროცენტო სარგებელი, ნებისმიერი სიხშირით თანხის შეტანის შესაძლებლობით

FINCAR მომხმარებელს სთავაზობს ავტო სესხსა და ავტო ლიზინგს, მაქსიმუმ 25 000 ლარამდე. ამასთან, ავტომობილით სარგებლობა უნარჩუნდება მფლობელს, რაც თავიდან აარიდებს მას დისკომფორტს. ამ სერვისით სარგებლობა მარტივია, რადგან ფინკას სერვის ცენტრები საქართელოს 22 ქალაქშია განლაგებული და საშუალებას აძლევს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებ ადამიანს მიიღოს სასურველი თანხა სწორედ ამ მომსახურებით.

ფინკა თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს კლიენტისათვის კომფორტის შესაქმნელად და სთავაზობს დისტანციურ მომსახურებას , რომელიც ინტერნეტბანკის, მობაილბანკისა და მსგავსი ტიპის მომსახურებებით უადვილებს მომხმარებელს ფინანსური ოპერაციების შესრულებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

ფულადი გზავნილების მიმართულებითაც არაერთი შემოთავაზება არსებობს. ფინკა თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: ვესტერნ იუნიონი, მანიგრამი, იუნისტრიმი, UPT, ინტელექსპრესი და სხვ.

რაც შეეხება ანგარიშებსა და ბარათებს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია აირჩიოს მის საჭიროებებზე მორგებული მომსახურება:

  • ვიზა ელექტრონი, რომელიც საშუალებას იძლევა თქვენს ანგარიშზე არსებული თანხები გამოიყენოთ არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც;
  • მულტისავალუტო მიმდინარე ანგარიში;
  • პაკეტური შეთავაზება , რომელიც რამდენიმე საბანკო პროდუქტითა და მომსახურეობით სარგებლობის შესაძლებლობას გაძლევთ;
  • ვიზა კლასიკი ერთ-ერთი ყველაზე შეღავათიანი, მოხერხებული და უსაფრთხო ბარათია, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ მსოფლიოს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტსა და ინტერნეტ სივრცეში;
  • საკრედიტო ლიმიტის ბარათი

მომსახურება და ტარიფები ნებისმიერ მსურველს ონლაინ რეჟიმში აცნობს თუ მომსახურების რა ტიპები აქვს ფინკა ბანკს და თითოეული მათგანის ტარიფებს. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებელს სრულად გაეცნოს ყველა იმ სერვისსა თუ შემოტავაზებას, რომელსაც სთავაზობენ.

ფინკა ბანკს მრავალფეროვანი შემოთავაზება აქვს კლიენტისათვის, რაც ძალიან კარგია, თუმცა ასეთ პირობებში რთული ხდება გარკვევა ყველა ნიუანსსა თუ სერვისში. ამაში დაგეხმარებათ Finpanda, რომელიც მუდმივად შეისწავლის ფინანსურ ბაზარს, იქ არსებულ შემოთავაზებებს და საუკეთესო, თქვენს საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს შემოგთავაზებთ.