Unison დაარსდა 2011 წელს, ძალიან მალევე გაითქვა სახელი და საქართველოში ერთ-ერთი მთავარი სადაზღვევო კომპანია გახდა. ეს კომპანია თანამშრომლობს დასავლეთის ქვეყნებსა და ლონდონის საერთაშორისო გადამზღვევ უმსხვილეს კომპანიებთან, ამასთან ერთად მომსახურე პერსონალი პროფესიონალია და მრავალწლიანი გამოცდილებით სარგებლობენ, მაგრამ დღეს გავეცნოთ თუ რას გვთავაზობს უნისონი?
უნისონის ავტოდაზღვევით თქვენი ავტომობილი დაზღვეულია შემდეგი შემთხვევების დროს:
თუმცა ამ პოლისით არათუ მხოლოდ თქვენი მანქანა, არამედ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მესამე პირის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და მის ქონებაზე მიყენებულ ზარალსაც აგინაზღაურებთ. ასევე გინაზღაურებთ უბედური შემთხვევის შედეგად მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის დაკნინებისგან გამოწვეულ ხარჯებს. მცირე ავტოშემთხვევისას საჭირო არაა საპატრულო დოკუმენტაციის წარდგენა, სიტუაციის გაცნობა და ა.შ. უბრალოდ, ზარალი აგინაზღაურდებათ 48 საათში, რითაც თქვენ გენახებათ დრო და ენერგია. მომხმარებელს ასევე შეუძლია შეიძინოს პასუხისმგებლობის დაზღვევის „მწვანე ბარათი,“ რომელიც მოქმედებს 45 ქვეყნის ტერიტორიაზე.
რა არის ქონების დაზღვევა და რა პირობებს გვთავაზობს უნისონი? - თქვენ აზღვევთ ქონებას და თავს გრძნობთ დაცულად. კონკრეტულად თქვენ აზღვევთ კონსტრუქციულ ელემენტებს, რემონტს, ავეჯს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას შემდეგი რისკებისგან:
პაკეტის ღირებულება დამოკიდებულია თქვენ საცხოვრებელ ბინაზე, თუ რამდენი კვადრატულია, რადგან უნისონი კვადრატულს სულ რაღაც 1.5 ლარიდან აზღვევს.
ალბათ, ყველა იმ აზრზე ვართ, რომ დაზღვევებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობისაა. სწორედ ამიტომ, უნისონი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ პაკეტებს, მაღალი ხარისხის მომსახურეობით, დროული კომუნიკაციითა და განახლებადი სერვისებით. რა უპირატესობები აქვს უნისონის ჯანმრთელობის დაზღვევას?
უნისონი გთავაზობთ ორ პაკეტს, ეს არის უნივერსალური და უნიკალური. უნიკალურს ქვედანაყოფები არ გააჩნია და ამ პაკეტის ღირებულება 110 ლარს წარმოადგენს. რაც შეეხება უნივერსალურს, აქვს სამი ქვე დანაყოფი: + ; ++ ; +++. ფასი პლიუსების ზრდასთან ერთად იზრდება, თუმცა სამი პლიუს პაკეტის ფასი თვეში 54 ლარს შეადგენს. მაგრამ აქვე დავამატებთ, რომ არის პაკეტები, რომლებიც უფრო იაფი ღირს, მაგალითად, 9 ლარი.
Unison არის, ალბათ, ერთადერთი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს დაზღვევას საქართველოში მოგზაურობის დროსაც კი. მაგრამ სანამ ამ პაკეტს შევეხებით, ჯერ საზღვარგარეთ მოგზაურობის დაზღვევაზე ვისაუბროთ. დავიწყოთ იქიდან, რომ საზღვარგარეთის ქვეყნები მოითხოვენ ამ დოკუმენტს როგორც პასპორტს ან ვიზას. ამის გარდა, ჩვენ დაზღვეულები ვართ ყოველგვარი ჯანმრთელობის გაუარესებისგან, არავინ ვიცით ხვალ და ზეგ რა დაგვემართება, მითუმეტეს უცხოეთში, სწორედ ამიტომ გვჭირდება სამოგზაურო დაზღვევა. ამის გარდა უნისონი გიზღვევთ შემდეგ რისკებს: ბარგის დაკარგვასა, უბედურ შემთხვევებსა და მოგზაურობის გაუქმებას. ევროპ ასისტანსის დახმარებით თქვენ შეგეძლებათ მომსახურება მიიღოთ მათ ნებისმიერ პროვაიდერ კომპანიაში, რომელთა ოდენობაც 750000 მდეა მსოფლიოს მასშტაბით და რომლებიც 200 მდე ქვეყანაში მდებარეობს. რაც შეეხება საქართველოში მოგზაურობის დაზღვევას, საქართველოში კლინიკების 90% უნისონის პროვაიდერია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. დაზღვევის ლიმიტი წარმოადგენს 50000 აშშ დოლარს. ამ პაკეტის შეძენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, ნებისმიერი კომპიუტერის, პლანშეტისა თუ მობილურის გამოყენებით.
ეს არის დაზღვევა, რომელიც გეხმარებათ თავი აარიდოთ ავტოსაგზაო შემთხვევისას თქვენი ბრალეულობით გამოწვეულ ხარჯებს, მაგრამ კომპანია აანაზღაურებს მხოლოდ მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანის ხარჯებს. თითოეულ დაზღვევას გააჩნია ბენეფიტი, ასევე დაწვრილებითი ინფორმაცია, რისი ნახვაც შეგიძლიათ Unison-ის ვებ გვერდზე ან ოფისში მისვლითა და კითხვით.