ტერაბანკი საქართველოს ფინანსურ ბაზარზე უკვე 19 წელია წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებელს უამრავ სერვისს სთავაზობს. მისი ძირითადი მისიაა შექმნას საბანკო მომსახურების მაღალი სტანდარტი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის და ხელი შეუწყოს მეწარმეებს გამორჩეულად კარგი პირობებითა და მომსახურებით. ტერაბანკის ფინანსური შემოთავაზებები კონკურენტუნარიანი და მრავალფეროვანია.
რას გვთავაზობს ტერაბანკი?
ტერაბანკი მომსახურების ფართო სპექტრით გამოირჩევა და აერთიანებს სხვადასხვა ტიპის ფინანსურ სერვისს, თუმცა ჩვენ ვისაუბროთ სესხებზე და მათ ტიპებზე. ტერაბანკი მომხმარებელს სთავაზობს რამდენიმე ტიპის კრედიტს:
თითოეული აღნიშნული შემოთავაზების უკეთ გასაცნობად, ვისაუბროთ მათზე და ვთქვათ თუ რა თავისებურებები ახასიათებს ნებისმიერ მათგანს.
სამომხმარებლო სესხი ტერაბანკში განისაზღვრება მინიმუმ 1000 ლარით (მაქსიმალური ოდენობა დგინდება ინდივიდუალურად), სამიდან 120 თვემდე ვადით. აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში. ამასთან, ის ითვალისწინებს უზრუნველყოფას უძრავი ან მოძრავი ქონებით, ხოლო შემოსავალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 300 ლარს.
გარდა ამისა, ტერაბანკს აქვს სამომხმარებლო სესხის შემოთავაზება უზრუნველყოფის გარეშეც, რომლის ოდენობა 500 ლარიდან 45.000 ლარამდე განისაზღვრება, სამიდან 48 თვის ვადით. ამ შემთხვევაში კრედიტი გაიცემა მხოლოდ ლარში.
იპოთეკური სესხი უზრუნველყოფით, განისაზღვრება მინიმუმ 1000 ლარით და მისი ექვივალენტით დოლარში/ევროში (მაქსიმალური ლიმიტი დგინდება ინდივიდუალურად), 6 თვიდან 180 თვემდე ვადით.
სტუდენტური სესხი ტერაბანკში სთავაზობს სტუდენტებს გადაიხადონ სწავლის გადასახადი ამ მომსახურების მეშვეობით. მინიმალური ოდენობა განისაზღვრება სასწავლებელში ერთი წლის სწავლების სრული საფასურით, ხოლო მაქსიმალური - 17.000 ლარით; რაც შეეხება ვადებს, სესხი გაიცემა - 3-დან 12 თვემდე. აღნიშნული სესხი გაიცემა ლარში და არ მოითხოვს უზრუნველყოფას.
სესხი გზავნილების საფუძველზე საუკეთესო გამოსავალია მათთვის, ვისაც არ ერიცხება ხელფასი, თუმცა რეგულარულად იღებს გზავნილებს. ამ შემთხვევაში, გასაცემი სამომხმარებლო სესხის ოდენობა განისაზღვრება ინდივიუალურად, უზრუნველყოფის და შემოსავლების მიხედვით. დაფარვის ვადა კი შეადგენს მაქსიმუმ 120 თვეს. კრედიტი შესაძლოა გაიცეს როგორც ლარში, ისე დოლარსა და ევროში, ხოლო უზრუნველყოფა ხდება უძრავი ქონებით.
რაც შეეხება სესხს გზავნილების საფუძველზე უზრუნველყოფის გარეშე, მისი მაქსიმალური ოდენობაა 5000 ლარი, თავდებით კი - 10,000 ლარი. გადახდის ვადები კი საბლანკო სესხისათვის განისაზღვრება 3-12 თვემდე, ხოლო მაქსიმალური 3-36 თვემდე ვადით. კრედიტის ეს ფორმა გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.
იპოთეკური სესხი ემიგრანტებისათვის საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვინც ემიგრაციაშია და თანხას აგროვებს უძრავი ქონების შესაძენად. კრედიტის ეს ტიპი გაიცემა დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე, როგორც ლარში, ისე დოლარსა თუ ევროში. მინიმალური თანხა 5000 ლარით (ამ ოდენობის ექვივალენტით დოლარსა და ევროში), ხოლო მაქსიმალური ინდივიდუალურად განისაზღვრება. რაც შეეხება გადახდის პერიოდებს, მინიმალურია 6 თვე, საქართველოს მოქალაქეობის ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის - 120 თვე, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის - 72 თვე.
სესხი რეპეტიტორებისათვის საუკეთესო შემოთავაზებაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც შემოსავალი აქვს არამხოლოდ/მხოლოდ კერძო რეპეტიტორობით. მათთვის სამი ტიპის სერვისი შეიქმნა:
რომელი სერვისი ავირჩიოთ?
ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ ონლაინ კალკულატორით, ხოლო შეკითხვების შემთხვევაში, სრულ დამატებით ინფორმაციას მიიღებთ ‘ონლაინ დახმარების’ ღილაკის მეშვეობით.
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ თანამედროვე ფინანსურ ბაზარზე კონკურენცია მაღალია და ყველა კომპანია ცდილობს შექმნას უნიკალური პროდუქტი, მეტი კლიენტის მოსაზიდად. ასეთ პირობებში, როდესაც ნებისმიერი კომპანია აწვდის პოტენციურ კლიენტს რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას, მომხმარებლისათვის მაინც რთულია სწორი და მისთვის გამოსადეგი არჩევანის გაკეთება. ამაში კი თქვენ finpanda დაგეხმარებათ, რომელიც მუდმივად შეისწავლის ფინანსურ ბაზარს, ახალ შემოთავაზებებს და შემოგთავაზებთ იმ სერვისებს, რომლებიც სწორედ თქვენთვის იქნება ხელსაყრელი.