3.8

მომხმარებლის შეფასება

125

ირჩევს ჩვენს კომპანიას

79

გაცემული სესხი

აიღე სესხი
  • საერთო შეფასება
  • მოქნილობა & პირობები
  • ღირებულება & განაკვეთი
  • ვებ-გვერდი & სერვისები
  • მომხმარებლის მხარდაჭერა

რატომ

სვისკაპიტალი - აიღე სესხი swisscapital.ge-ზე?

  • 100 000 ლარამდე
  • ავტომობილის ღირებულების 90%-მდე
  • ვადა: 72 თვემდე
  • დაფარვის სიხშირე: ყოველთვიური

ძებნა

იპოვეთ თქვენთვის საუკეთესო შეთავაზება

თვე

არა, ავტომობილი რჩება თქვენს სახელზე.

თანხა გაიცემა ქართულ ლარში.

გადახდის გრაფიკით დადგენილი ყოველთვიური შენატანით იფარება როგორც ძირითადი თანხა, ასევე დარიცხული სარგებელი.

  • სამუშაო საათები ორშ—პარ: 10:00—22:00 შაბ: 10:00—16:00
  • კონტაქტი 2 300 300

სვისკაპიტალი საქართველოში 2010 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი მიკროსაფინანსო კომპანია გახდა.  საქართველოს სხვადასხვა 10 ქალაქში გახსნილია 17 ფილიალი, სადაც ჯამში 337 პროფესიონალია დასაქმებული, რომელიც მუდამ თქვენს სამსახურშია. რა არის მათი მიზანი? - მაღალი ხარისხი, სწრაფი და მოქნილი სერვისი მომხმარებლებისთვის. უპირატესობა? - გამჭვირვალობა, სანდოობა და ხარისხი. ამ სტატიაში კი განვიხილავთ თუ რას გვთავაზობს სვისკაპიტალი და რამდენად მოსახერხებელია მათი ეს პაკეტები თუ სერვისები, მაგალითად:

 

ავტო ლიზინგი

 

სვისკაპიტალის ავტოლიზინგი გთავაზობთ ავტომობილის ღირებულების 90%-მდე დაფინანსებას. თქვენ ავსებთ განაცხადს ონლაინ რეჟიმში და თანხა გიმტკიცდებათ იმავე დღესვე!

 

რა საბუთებია საჭირო ლიზინგით სარგებლობისთვის?

 

  • საქართველოს მოქალაქეობა, პირადი მოწმობა ან პასპორტი.
  • თქვენი ასაკი უნდა იყოს მინიმუმ 21 წელი.
  • მართვის მოწმობა.
  • ავტომობილი უნდა იყოს 1995 წელს ან უფრო გვიანდელი გამოშვება.
  • შესაძენი ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.

სვისკაპიტალი თანხას გასცემს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ანუ ლარში. თანხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 100000 ლარს, ხოლო ლიზინგის მაქსიმალური ხანგრძლივობა 72 თვეს, გადახდა გიწევთ ყოველთვიურად, რითაც თქვენ ფარავთ როგორც ძირ თანხას, ასევე პროცენტს. ონლაინ განცხადების გაგზავნის შემდგომ პასუხს სესხის დამტკიცებასა თუ უარყოფაზე მიიღებთ სულ რაღაც 20 წუთში. დამტკიცების შემთხვევაში თანხის მიღების პროცედურა გრძელდება არაუმეტეს 1 საათისა.

 

ავტო სესხი ანუ თანხა ავტომობილის უზრუნველყოფით

 

გყავთ ავტომობილი, გჭირდებათ თანხა, მაგრამ სესხს ვერ იღებთ? მაშინ ავტოსესხი იდეალური გამოსავალია თქვენთვის. სვისკაპიტალის ავტოსესხით თქვენ შეგიძლიათ ისესხოთ მანქანის ღირებულების 90 პროცენტი, მაქსიმუმ 100000 ლარი, სულ რაღაც 45 წუთში! საბუთები ანალოგიურია, რაც იყო ავტოლიზინგზე. სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა 6 წელს წარმოადგენს, ხოლო დაფარვის სიხშირე ყოველთვიურია, სადაც იხდით ძირეულ თანხასა და პროცენტს ერთდროულად. ავტომობილის გადაფორმება აუცილებელი არ არის, თქვენ იღებთ სესხს და მშვიდად აგრძელებთ მის მართვას.

 

იპოთეკური სესხი

 

სვისკაპიტალის იპოთეკური სესხი ვრცელდება თითოეულ იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს თბილისში ან მის შემოგარენსა და ბათუმში. მარტივად რომ ვთქვათ, თუ გსურთ იპოთეკური სესხი, მაგრამ ცხოვრობთ სხვა ნებისმიერ ქალაქსა თუ რაიონში, თქვენი მოთხოვნა უარყოფილი იქნება. სვისკაპიტალის იპოთეკური სესხის თანხის მოცულობა დამოკიდებულია თქვენს ქონებაზე და პროცენტულად შეადგენს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 60%-ს. სესხის ვადა მაქსიმუმ 10 წელია, ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ არავინ მოითხოვს მიზნობრიობას, თუ რატომ იღებთ სესხს და ა.შ. რა საბუთებია საჭირო იპოთეკური სესხის ასაღებად?

  • საქართველოს მოქალაქეობა, პირადობის მოწმობა ან პასპორტი
  • უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია
  • ხელშეკრულება ფორმდება რეესტრში ან ნოტარიუსთან.

 

როგორია დაფარვის პირობები?

 

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ორიდან ერთი გადახდის ტიპი, პირველი არის ის, რომ გადაიხადოთ მხოლოდ პროცენტი და სულ ბოლოს ძირი თუ დაფაროთ ძირიც და პროცენტიც ერთდროულად. ეს დამოკიდებულია თქვენზე, სესხის აღებამდე კარგად დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ ყველაფერი და მხოლოდ შემდეგ აიღეთ.

 

ბიზნეს სესხი

 

სვისკაპიტალი ზრუნავს მომხმარებელზე და სთავაზობს ბიზნეს სესხს, რომლის მიღებაც სულ რაღაც 1 დღეშია შესაძლებელი და რის გადახდასაც 3 თვის შემდეგ იწყებთ. სესხის თანხის მაქსიმალური მოცულობაა 100000 ლარი, რასაც უზრუნველყოფა სჭირდება და შეგიძლიათ უზრუნველყოთ ავტომობილით ან უძრავი ქონებით, ხოლო თუ უზრუნველყოფის გარეშე გსურთ სესხის მიღება, მაქსიმალური მოცულობა იქნება 20000 ლარი.

რა არის ბიზნეს სესხი?

ეს არის სვისკაპიტალის პროდუქტი, რომელიც გამოიყენება როგორც დამატებითი რესურსი ბიზნესის განვითარებისთვის, ისევე სხვა ვალდებულებების გადასაფარად.

როგორ ვისარგებლოთ სვისკაპიტალის ბიზნეს სესხით?

ამ პროდუქტით სარგებლობა შეგიძლიათ როგორც ონლაინ რეჟიმში, ისევე ფილიალში სტუმრობითა და ცხელი ხაზით, მაგრამ აუცილებელია, რომ თქვენი ბიზნეს საქმიანობის გამოცდილება შეადგენდეს მინიმუმ 3 თვეს. სესხი გაიცემა მიკრო და მცირე ბიზნეს საქმიანობით დაკავებულ მწარმე როგორც ფიზიკურ, ისევე იურიდიულ პირებზე. სესხის ვადა დამოკიდებულია მიზანსა და თანხის მოცულობაზე, მაგრამ ზოგადად მერყეობს 2-დან 120 თვემდე.