“Starto” არის ავტო სალიზინგო კომპანია, რომელიც გვთავაზობს თანხას სახლიდან გაუსვლელად, ზედმეტი დოკუმენტების წარდგენის გარეშე! „სტარტოს“ ფილიალები მდებარეობს თბილისში, ბათუმსა და რუსთავში. მომხმარებელს შეუძლია როგორც ლიზინგით, ასევე უკულიზინგითა და პორტირებით სარგებლობა. სტარტოს ავტოლიზინგი დილერებს სხვა პირობებს სთავაზობს. ვის შეუძლია სტარტოს ლიზინგით სარგებლობა?
დავიწყოთ იქიდან, რომ სტარტო არის, ალბათ, ერთადერთი კომპანია, რომელსაც არ ადარდებს მანქანის წლოვანება, მთავარია შესაძენი ავტომობილის ღირებულება აჭარბებდეს 2000 აშშ დოლარს. ამასთან ერთად, შესაძლებელია ავტომობილის ღირებულების 100%-მდე დაფინანსება, რაც ძალიან იშვიათია საქართველოში, რადგან ძირითადად კომპანიები 90%-ს გვიფინანსებენ. ლიზინგის ვადა 3 თვიდან იწყება და მაქსიმუმ 60 თვე გრძელდება, ხოლო თანხის მოცულობა იწყება 1000-დან 25000 ლარამდე. ამ კომპანიაში კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი არ არსებობს, რადგან დამოკიდებულია თქვენს მიერ მოთხოვნილ თანხასა და ვადაზე, სწორედ ამიტომ Starto ზე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ კალკულატორით და ზუსტად დაითვალოთ ხარჯები. ამ ყველაფერთან ერთად, სტარტო გვთავაზობს შეღავათებს თუ კი ჰიბრიდული ავტომობილის შეძენა გვსურს. ანალოგიური პირობებია უკულიზინგის შემთხვევაში, მაგალითად:
ამ კონკრეტულ სალიზინგო კომპანიას გააჩნია შეთავაზებები ცალკეული დილერებისთვის ან კონკრეტულად იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც ჰიბრიდული ავტომობილის ყიდვა სურს. ამასთან ერთად, ეს არაა კომპანია, რომელიც მხოლოდ ავტოსესხზე მუშაობს, ისინი მუშაობენ სამ ძირითად სესხის ტიპზე:
როგორ დავპორტირდეთ სტარტოზე? ძალიან მარტივად, ზედმეტი პროცედურების გარეშე შეგვიძლია დაპორტირება, კლიენტს სჭირდება სამი რამ: