5.1

მომხმარებლის შეფასება

2345

ირჩევს ჩვენს კომპანიას

23124

გაცემული სესხი

აიღე სესხი
  • საერთო შეფასება
  • მოქნილობა & პირობები
  • ღირებულება & განაკვეთი
  • ვებ-გვერდი & სერვისები
  • მომხმარებლის მხარდაჭერა

რატომ

სოლვა - აიღე სესხი solva.ge-ზე?

  • სესხის მოცულობა 100 - 3000₾
  • სესხის პერიოდი 12 თვე
  • მიიღე თანხა სწრაფად პირდაპირი გადახდა საქართველოს ბანკი
  • მთავრობის უფასო საკრედიტო შემოწმება საკრედიტო შემოწმება არ ხდება სამთავრობო საკრედიტო დაწესებულებაში

ძებნა

იპოვეთ თქვენთვის საუკეთესო შეთავაზება

თვე

განაცხადის შევსება შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდზე ან ოფისში, საკრედიტო ექსპერტის დახმარებით.სესხის განაცხადების განხილვა მიმდინარეობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დადებითი პასუხის შემთხვევაში თანხის ჩარიცხვა ხდება აპლიკაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. განხილვის დრო დაახლოებით 15 წუთია.

  • სამუშაო საათები ორშაბათი - 10:00 - 22:00 საათი, კვირაში 7 დღე
  • საკონტაქტო ინფორმაცია support@solva.ge

სოლვა არის საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც გასცემს სამომხმარებლო სესხს ნებისმიერი მიზნობრიობით. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სოლვას ონლაინ ვებ გვერდის საშუალებით და აიღოთ კრედიტი 500 ლარიდან 3000 ლარამდე თანხის მოცულობითა და 7-დან 12 თვემდე ვადით. Solva მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, დილის ათი საათიდან საღამოს ათ საათამდე, აქედან გამომდინარე მომხმარებელს საშუალება აქვს დღის ნებისმიერ მომენტში ისარგებლოს სესხით, ეს ყველაფერი კი სოლვას ერთ-ერთი უპირატესობაა.

 

როგორ ვისარგებლოთ Solva-ს სწრაფი სესხით?

 

როგორც უკვე მოგახსენეთ, განაცხადის შევსება ხდება ონლაინ რეჟიმში. პირველ რიგში თქვენ უნდა მიუთითოთ თანხის მოცულობა და ვადა, თუ რა ვადით გსურთ სესხის აღება, ამის შემდგომ თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით სარეგისტრაციო ველზე, სადაც დაზუსტებით და შეუცდომლად შეავსებთ თითოეულ გრაფას.

  1. თქვენ მიუთითებთ მობილური ტელეფონის ნომერსა და ელექტრონულ მეილს, ამის შემდგომ თქვენს მიერ მითითებულ ნომერზე მოგივათ კოდი, რომელსაც ჩაწერთ გამოტანილ გრაფაში და იწყებთ ახალი ველების შევსებას:
  • სახელი, გვარი.
  • დაბადების თარიღი.
  • სქესი.
  • პასპორტის სერიისა და პირადობის ნომერი.
  • საცხოვრებელ ადგილს (ქალაქი, სოფელი, ქუჩა, სახლის ან ბინის ნომერი).
  • ფაქტიური მისამართი (სახლის ტელეფონის ნომერი, ქალაქი/სოფელი, ქუჩა, სახლის/ბინის ნომერი).
  • დასაქმება და შემოსავალი (განათლების დონე, ხართ თუ არა დასაქმებული და რა წოდებაზე)
  • ხელფასის დონე.
  1. ამ ეტაპების გავლის შემდგომ მოდის დასტური, უთითებთ თქვენ საბანკო ნომერს, რიცხავთ 1 თეთრს სოლვას ანგარიშზე (საიდენტიფიკაციოდ და ელოდებით პასუხს კრედიტის დამტკიცებასა თუ უარყოფაზე)
  2. დამტკიცების შემთხვევაში სულ რაღაც რამდენიმე წუთში თანხა თქვენს ანგარიშზე აღმოჩნდება.

 

ვის შეუძლია სოლვას კრედიტით სარგებლობა?

ყველა იმ ადამიანს, რომელიც არის 20 წლის ან უფრო მეტის და აქვს სტაბილური სამსახური. მართალია სოლვა არ მოითხოვს სახელფასო ამონაწერს და ზედმეტ დოკუმენტებს, მაგრამ ახალი რეგულაციების შემოსვლის შემდეგ კომპანიები აღარ გასცემენ სესხს მარტივად და ცდილობენ მხოლოდ ისეთ ადამიანებს დაუმტკიცონ, ვისაც გადახდის უნარი აქვს.

 

რატომ სოლვა?

 

ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ გაგცემთ, პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ სოლვას ონლაინ სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 49,1%-დან 49,3%-მდე მერყეობს, რაც შედარებით ნაკლებია სხვა ნებისმიერ საკრედიტო კომპანიის პროცენტთან. სოლვას ონლაინ სესხით სარგებლობისთვის თქვენ არ გჭირდებათ მიზნობრიობის დაფიქსირება, ზედმეტი დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც თქვენ დროსა და ენერგიას გართმევთ და ა.შ. მესამე ფაქტორი თუ რატომ გირჩევთ სოლვას არის ის, რომ არ ხდება თქვენი პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება, ინფორმაციის მოპარვა, რადგან თქვენს მიერ მითითებული ინფორმაცია ინახება სოლვას დაცულ სერვერზე. მეოთხე ძირითადი ფაქტორი - Solva-ს  არ აქვს ფარული ხარჯები. მეხუთე - სოლვა საერთაშორისო ფინანსური გუნდის „ID Finance” წევრია, რომელიც 8 სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს, აქედან გამომდინარე რთული მისახვედრი არ იქნება, რომ სოლვას თანამშრომლები კვალიფიციურები არიან და გვთავაზობენ მაღალი ხარისხის როგორც პროდუქტს, ასევე მომსახურეობას.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ სესხის აღებამდე?

 

დიახ, სოლვა ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც მართლაც, რომ ხალხზეა მორგებული და ცდილობს მომხმარებელთა უმეტესობა კმაყოფილი იყოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი და მომხმარებლებიც კეთილსინდისიერად უნდა იყვნენ განწყობილნი სოლვას ონლაინ სესხის მიმართ. რა იგულისხმება კეთილსინდისიერებაში? - რა თქმა უნდა კრედიტის დროულად დაფარვა. ახლა კი, წარმოგიდგენთ რამდენიმე ფაქტორს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ სესხის აღებამდე:

  • დარწმუნებული იყავით, რომ თანხა გჭირდებათ დღეს და არა ხვალ, ან რამდენიმე დღეში.
  • დაფიქრდით, როდის შეძლებთ თანხის უკან დაბრუნებას, რადგან პროცენტი დაბალია თუ თანხას აბრუნებთ მალევე და პირიქით.
  • გადაამოწმეთ პროცენტი და ზუსტად დაითვალეთ თუ რა თანხა გექნებათ გადასახდელი, რათა არ იყოს უზუსტობა და თავი აარიდოთ უსიამოვნებას.
  • დაწვრილებით გაეცანით სესხის ხელშეკრულებას, გაანალიზეთ თითოეული პუნქტი, თქვენი ვალდებულებები და უფლებები. მხოლოდ ამის შემდგომ გადაწყვიტეთ ღირს თუ არა სესხის აღება.