4.5

მომხმარებლის შეფასება

2022

ირჩევს ჩვენს კომპანიას

20023

გაცემული სესხი

აიღე სესხი
  • საერთო შეფასება
  • მოქნილობა & პირობები
  • ღირებულება & განაკვეთი
  • ვებ-გვერდი & სერვისები
  • მომხმარებლის მხარდაჭერა

რატომ

რიკო კრედიტი - აიღე სესხი rico.ge-ზე?

  • 18 წლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის
  • ვისაც ფული სჭირდება დღეს და არა ხვალ
  • ვისაც უყვარს კომფორტი და ყველაფრის კონტროლი

ძებნა

იპოვეთ თქვენთვის საუკეთესო შეთავაზება

თვე

• იპოთეკური • სალომბარდე

  • სამუშაო საათები 24/7
  • საკონტაქტო ინფორმაცია (+99532) 2 29 29 29

რიკო კრედიტი საქართველოს ფინანსურ ბაზარზე 20 წლის წინ გამოჩნდა, რომელიც დღესდღეობით გამოირჩევა მომსახურების დაფარვის დიდი ზონით და მომხმარებელთა რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდით.

 

რა ტიპის სესხებს გვთავაზობს რიკო კრედიტი?

 

რიკო კრედიტს სხვადასხვა ტიპის მომსახურებები აქვს, თუმცა ჩვენ დაწვრილებით ვისაუბროთ სესხებზე:

  • იპოთეკური
  • სალომბარდე

მოდით, ჯერ ვისაუბროთ სალომბარდე სესხზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კრედიტს: ოქროს, ვერცხლის და ძვირფასი თვლების გარანტიით, საკომისიოს გარეშე. აგრეთვე, შესაძლებელია ექსპრეს და სტანდარტული სესხების მიღება როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში. თითოეული ეს პროდუქტი გამოირჩევა საიმედოობით, მომხმარებელზე მორგებული პირობებით და მიღების სიმარტივით. ნებისმიერი კრედიტი ინდივიდუალურად არის მორგებული კლიენტის თვიურ შემოსავალზე, რაც მეტად ეფექტურს ხდის სესხს. გარდა ამისა, რიკო კრედიტის მომხმარებლებს სთავაზობენ ზუსტად განსაზღვრულ პირობებს, რათა მსესხებელი დაცული იყოს დეზინფორმაციისა თუ დამატებითი მაქინაციებისგან.

ოქროს სალომბარდე სესხი ლარში  მომხმარებელს სთავაზობს თანხას მინიმუმ 100 ლარიდან, ხოლო მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება ნივთის სალომბარდო შეფასებიდან. სარგებელი შეადგენა 1.5%-დან თვეში, რაც უნდა დაიფაროს ყოველთვიურად. გარდა ამისა, შესაძლებელია ძირი თანხის ეტაპობრივად შემცირება, რაც თავისთავად ამცირებს გადასახდელ პროცენტს.

ოქროს სალობარდო სტანდარტ სესხი ვალუტაში  მომხმარებელს სთავაზობს მინიმუმ 100 000 ლარის ექვივალენტს დოლარში/ევროში. სესხის მაქსიმალური ოდენობა კი გამომდინარეობს ნივთის სალომბარდო ღირებულებიდან. სარგებელი შეადგენს გატანილი თანხის 1%-ს. საპროცენტო თანხის გადახდა ხდება ლარში, იმ დღეს არსებული კურსის შესაბამისად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოქროს, ვერცხლისა და ძვირფასი თვლების გარანტიით სესხის სარგებლობისას კომპანია პასუხს აგებს ნივთების დაცულობაზე.

რიკო კრედიტის იპოთეკური სესხები მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და შემოსავალზეა მორგებული. აღნიშნული სესხით სარგებლობის პირობებიდან გამომდინარე, საგარანტიო ქონება შეიძლება იყოს საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, სამტრედიაში და ა.შ., უძრავი ქონების სახით. კონკრეტულად: ბინა, საკუთარი სახლი, კომერციული/არაკომერციული ფართი.

საპროცენტო განაკვეთი ბიზნეს სესხზე (აშშ დოლარში) შეადგენს ყოველწლიურ 12%-დან, ხოლო ეფექტური - 12.7%-დან, ხოლო ლარში შეადგენს თვეში 2%-და, ეფექტური წლიური კი 26.84%-დან.

იმისათვის, რომ უძრავი ქონების გარანტიით მიიღოთ სესხი, საჭიროა:

  • მესაკუთრის პირადობის მოწმობა;
  • განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ამ მომსახურების საფასური შეადგენს 15 ლარს);
  • იპოთეკის ხელშეკრულება (ფორმდება ადგილზე)
  • უძრავი ქონების შემფასებლის მომსახურება (საფასური - 50 ლარი)

 

როგორ დავფაროთ თანხა?

 

ზემოთ უკვე ვთქვით, რომ პროცენტის გადახდა ხდება ყოველთვიურად. აღნიშნული თანხის და სესხის ძირითადი გადასახაის დაფარვა შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. რიკო კრედიტის ქსელში არსებული აპარატები არ ითხოვენ დამატებით საკომისიოს და საშუალებას იძლევიან დღის და კვირის ნებისმიერ მონაკვეთში ისარგებლოთ აღნიშნული ფუნქციით.

ამასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს სამი ძირითადი ღილაკის მნიშვნელობა, არსებული სესხების დაფარვისას:

  • პროცენტის გადახდა-გადავადება
  • სესხის შემცირება
  • სესხის სრულიად დაფარვა

პროცენტის გადახდა-გადავადების ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, თქვენ გადაიხდით სესხზე დარიცხულ პროცენტის თანხას და სესხი გადავადდება იმ პირობით, რომელიც კონტრაქტშია გათვალიშწინებული. ამასთან, ზედმეტობით შეტანილი თანხა ამცირებს სესხის ძირითად რაოდენობას.

სესხის შემცირების ღილაკის არჩევისას, გადახდის აპარატის მეშვეობით შემცირდება სესხის ძირითადი თანხა.

სესხის სრულად დაფარვა , აპარატის მეშვეობით, საშუალებას გაძლევთ სრულიად დაფაროთ მიმდინარე სესხი.

გახსოვდეთ, რომ ერთჯერადი ჩასარიცხი თანხის მაქსიმალური ოდენობა არის 1499,00 ლარი, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც სესხის თანხა აღემატება აღნიშნულს, ისარგებლეთ ‘’სესხის შემცირების’ ღილაკით.

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ გადახდის აპარატები არ იძლევიან ხურდას; ამისათვის მიმართეთ სალაროებს.

რიკო კრედიტი ხელსაყრელი და საინტერესო შემოთავაზებებით უზრუნველყოფს მომხმარებლებს, თუმცა აქაც ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. იმისათვის, რომ დრო დაზოგოთ და არ დაგჭირდეთ ყველა ასპექტის შესწავლა, ეწვიეთ finpanda-ს, სადაც დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებთ სერვისების და შემოთავაზებების შესახებ, რაც დაგეხმარებათ თქვენზე მორგებული პირობებით ისარგებლოთ.