4.4

მომხმარებლის შეფასება

256

ირჩევს ჩვენს კომპანიას

321

გაცემული სესხი

აიღე სესხი
  • საერთო შეფასება
  • მოქნილობა & პირობები
  • ღირებულება & განაკვეთი
  • ვებ-გვერდი & სერვისები
  • მომხმარებლის მხარდაჭერა

რატომ

საქართველოს ბანკი - აიღე სესხი bankofgeorgia.ge-ზე?

  • იპოთეკური სესხის მოცულობა მინიმუმ 3000 აშშ დოლარი ან ეკვივალენტი ლარში
  • სესხის პერიოდი მაქსიმუმ 180 თვე

ძებნა

იპოვეთ თქვენთვის საუკეთესო შეთავაზება

თვე

მაქსიმუმ 180 თვე.

• წლიური საპროცენტო განაკვეთი 6.5%-დან • წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 6.9%-დან

  • სამუშაო საათები 24/7
  • საკონტაქტო ინფორმაცია (+995 32) 244 44 44

საქართველოს ბანკი არის ერთ-ერთი წამყვანი ბანკი საქართველოში, რომელსაც ბაზრის მესამედი უკავია მთლიანი აქტივების, სესხებისა და  კლიენტთა დეპოზიტების მიხედვით. საქართველოს ბანკი კლიენტებს სთავაზობს როგორც კორპორატიულ და საცალო საბანკო, ასევე დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო, სადაზღვევო და ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპექტრს. ეს ბანკი დაარსდა 1997 წელს და სწერედ ამ წლის შემდგომ ემსახურება მოსახლეობას, ამის გარდა ამ ბანკმა არა ერთ წარმატებას მიაღწია, მაგალითად, 2012 წელს აქციები განათავსა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში და ამავე წლის ივნისიდან BGEO შევიდა FTSE 250 და FTSE All Share ინდექსებში.

 

საქართველოს ბანკის სესხები

 

საქართველოს ბანკის სესხები მრავალფეროვანია და გვთავაზობს სესხების სხვადასხვა ტიპს, მაგალითად: იპოთეკურ, ავტო, სამომხმარებლო, ეს ემ ეს, სალომბარდე და ანაბრით უზრუნველყოფილ სესხს. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს საქართველოს ბანკის სესხით, რომელიც განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს და შემდგომ დაფარონ სესხი მათზე მორგებული გრაფიკის მიხედვით.

 

საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხი

 

საქართველოს ბანკი გვთავაზობს იპოთეკური სესხების ხუთნაირ ტიპს, ესენია:

 

იპო პლიუსი

 

იპო პლიუსი - ეს არის იპოთეკური სესხი, განსაკუთრებული OFFSET ფუნქციით. რა აქვს განსაკუთრებული ამ ფუნქციას? OFFSET ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ სესხის პროცენტი მაქსიმუმ ორჯერ! როგორ? მაგალითად, თქვენ აიღეთ საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხი 30000 აშშ დოლარის ოდენობით, გადასახდელი პროცენტი არის ამ 30000 აშშ დოლარის გარკვეული ოდენობა, 1 თვის შემდეგ გამოგიჩნდათ რაღაც თანხა, მაგალითად 10000 აშშ დოლარი, თქვენ შეგიძლიათ ეს თანხა შეიტანოთ OFFSET -ზე, რის შემდეგაც სესხის პროცენტი იქნება არა თუ 30000 აშშ დოლარის პროცენტი, არამედ 20000 დოლარის პროცენტი და გადაიხდით 20000 დოლარის გარკვეულ ოდენობას და არა 30000-ის. აქვე აღვნიშნავთ, რომ OFFSET-ის ანგარიშზე ნებისმიერი ოდენობის თანხის განთავსება შეგიძლიათ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, აუცილებელია სესხის ვალუტა და OFFSET-ის ანგარიშზე განთავსებული თანხის ვალუტები ემთხვეოდეს ერთმანეთს.

რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე, რომ შევძლო იპო პლიუსით სარგებლობა?

  • თქვენი ყოველთვიური შემოსავალი უნდა აჭარბებდეს 750 ლარს
  • სესხი უნდა უზრუნველყოთ შესაძენი ან გასარემონტებელი უძრავი ქონებით.

იპო პლიუსის პირობები ასეთია:

  • ვადა - მაქსიმუმ 180 თვე
  • თანხის მოცულობა - მინიმუმ 3000 აშშ დოლარი ან ეკვივალენტი ლარში.
  • წლიური საპროცენტო განაკვეთი 6.5%-დან
  • წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 6.9%-დან

 

სესხი რემონტისთვის

 

საქართველოს ბანკი გვთავაზობს სესხს სახლის, აგარაკის, ბინის ან საოფისე ფართის გასარემონტებლად. ისევე როგორც იპო პლიუსს, ამ სესხსაც გააჩნია ოფსეტ ფუნქცია. ამ სესხით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც არის 22 წლის ან უფრო მეტის და აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი, გარდა ამისა სესხის უზრუნველყოფა ხდება გასარემონტებელი ბინით. სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა წარმოადგენს 180 თვეს, ხოლო თანხის მოცულობა მინიმუმ 3000 ლარს.

 

შეცვალე ძველი ბინა ახლით!

 

გსურთ საცხოვებელი პირობების გაუმჯობესება, მაგრამ თქვენი შემოსავლები საკმარისი არ არის? მაშინ, საქართველოს ბანკი დაგეხმარებათ აიღოთ იპოთეკური სესხი და შეცვალოთ ძველი ბინა ახლით! ეს სესხი იყოფა 2 ნაწილად:

  1. დროებითი სესხი - არსებული ბინის ღირებულების მიხედვით 6 თვემდე ვადით.
  2. ძირითადი სესხი - თქვენი შემოსავლების გათვალისწინებით 15 წლამდე ვადით.

რას ნიშნავს სესხის ორად გაყოფა? თქვენ აიღებთ სესხს, ახალი ბინის შესაძინად, იყიდით ახალ ბინას და ამის შემდგომ გეძლევათ 6 თვე, რათა გაყიდოთ ძველი ბინა, გაყიდული ბინის თანხით თქვენ დაფარავთ დროებით სესხს, ხოლო დარჩენილ სესხს, ანუ ძირითად სესხს ბანკი გადაგინაწილებთ სასურველი ვადის შესაბამისად. სესხის მინიმალური თანხა წარმოადგენს 3000 აშშ დოლარს, ხოლო სესხს თქვენ უზრუნველყოფთ ძველი და შესაძენი ბინით.

 

დეველოპერებთან ბინის შეძენა

 

საქართველოს ბანკს თბილისში 20-მდე პარტნიორი დეველოპერული კომპანია ჰყავს, ამის გარდა პარტნიორები ჰყავს:

  1. ბათუმში,
  2. გორში,
  3. ქუთაისში,
  4. გუდაურში,
  5. ზუგდიდში.

თუ თქვენ მოგესურვებათ მოცემული ქალაქებიდან რომელიმეში ბინის შეძენა, შეგიძლიათ იხილოთ პარტნიორები საქართველოს ბანკის ოფიციალურ გვერდზე, აიღოთ სესხი და ისარგებლოთ შეღავათიანი პირობებით!

 

იპოამხანაგობა

 

დაიღალეთ ერთი და იგივე პირობებში ცხოვრებით და გსურთ ახალ ბინაში ცხოვრება? მაშინ არ გაუშვათ შანსი ხელიდან და ისარგებლეთ საქართველოს ბანკის პროექტით „იპოამხანაგობით.“ მაგალითად, რამდენიმე ადამიანი შეთანხმდით საერთო სახლის აშენებაზე, თქვენ მოგიწევთ მშენებლობის პროექტის დამზადება, კონსულტანციის გავლა საქართველოს ბანკში ან სადაზღვევო კომპანია „ალდაგში,“ აიღებთ იპოთეკურ სესხსა და გახდებით თქვენ მიერ აშენებული ბინის მკვიდრი. რა უპირატესობა აქვს „იპოამხანაგობას?“ თქვენ არ დაგჭირდებათ დამატებითი უზრუნველყოფა, ამასთან ერთად თქვენ დაგიჯდებათ გაცილებით იაფი და ნაკლები რისკით ააშენებთ საკუთარ სახლს, ალდაგი გააკონტროლებს მშენებლობის პროცესს, რაც უზრუნველყოფს საცხოვრებელი სახლის დასრულებას და იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრულ ვადებში არ დასრულდება მშენებლობა, ამხანაგობის ყველა წევრის სესხს დაფარავს კომპანია ალდაგი.

 

საქართველოს ბანკის ექსპრეს სესხი

 

გჭირდებათ თანხა ნებისმიერი მიზნობრიობით, ხელფასამდე დროა დარჩენილი და არ იცით რომელი კომპანიისგან აიღოთ სწრაფი სესხი? მაშინ საქართველოს ბანკი იდეალური გამოსავალია, რადგან გთავაზობთ ექსპრეს სესხს, რომლის მაქსიმალური თანხის ოდენობაც 1500 ლარია და გადახდას იწყებთ სესხის აღებიდან 30 დღის შემდეგ! Express სესხის მისაღებად თქვენ დაგჭირდებათ საქართველოს ბანკის ან ექსპრეს ბარათი, რომლის აღებაც შეგიძლიათ Express ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სრულიად უფასოდ. ამ სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შემცირდა და ახლა 46.8%-დან იწყება.

 

საქართველოს ბანკის განვადება

 

საქართველოს ბანკი გეხმარებთ შეიძინოთ სასურველი ნივთი, ეს იქნება საყოფაცხოვრებო და ელექტრონული ტექნიკა, ტელეფონი, კომპიუტერი, ავეჯი თუ სხვა ნივთი, შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის განვადებით, ამისათვის თქვენ უნდა იყოთ 20-დან 70 წლამდე მოქალაქე და თქვენი ყოველთვიური შემოსავალი აჭარბებდეს 200 ლარს. აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ბანკის განვადება ვრცელდება მხოლოდ იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც არის მანიშნებელი „მომენტალური განვადება.“ განვადების თანხის მოცულობა იწყება 150 ლარიდან და მაქსიმუმ 5000 ლარს გვთავაზობს, ხოლო დაფარვის ვადა 6-დან 36 თვემდე. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ საქართველოს ბანკის ოფიციალურ გვერდს.