5.0

მომხმარებლის შეფასება

955

ირჩევს ჩვენს კომპანიას

65

გაცემული

დააზღვიე
  • საერთო შეფასება
  • მოქნილობა & პირობები
  • ვებ-გვერდი & სერვისები
  • მომხმარებლის მხარდაჭერა

რატომ

ალდაგი - დააზღვიეთ aldagi.ge-ზე?

  • სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა
  • ავტო დაზღვევა
  • სამოგზაურო დაზღვევა

ძებნა

იპოვეთ თქვენთვის საუკეთესო შეთავაზება

თვე

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი, ტექსპასპორტი, ვინ კოდი, მანქანის და მანქანის სალონის სურათები. ზარალის დროს პირველ რიგში ვის ვურეკავ?

  • ტელეფონი +995 322 444 999
  • ელ-ფოსტა info@aldagi.ge

ალდაგი

ალდაგი წარმოადგენს პირველ სადაზღვეო კომპანიას საქართველოში, რომელიც 1990 წლიდან ფუნქციონირებს. ის საქართველოს ბაზრის 32%-იან წილს ფლობს და დაზღვევასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან მომსახურებას გთავაზობთ. დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო დამკვიდრდა და უამრავ კომპანიასთან დაამყარა კომუნიკაცია. სწორედ 2019 წელს, პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ჩატარდა თბილისში, იყო ალდაგის მხარდაჭერით.

Global Brand Magazine-მა ალდაგი დაასახელა როგორც საუკეთესო ავტოდაზღვევის ბრენდი, საქართველოში. ხოლო 2021 წელს, Global Banking & Finance Review-ის მიერ დაჯილდოებაში, ბიზნესისთვის საუკეთესო სადაზღვევო სერვისების მიმწოდებელ კომპანიად საქართველოში, სწორედ ალდაგი დასახელდა.

Aldagi თანამშრომლობს ისეთ გადამზღვეველებთან, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ კლიენტების ინტერესებს. აღნიშნული კომპანიები წარმოადგენენ უმსხვილეს გადამზღვევ ორგანიზაციებს.

ესენია მაგალითად:

  • Swiss Re;
  • Hannover Re;
  • Zurich;
  • AXA XL;
  • RSA;
  • Polish Re;

ეს იმ კომპანიების მხოლოდ და მხოლოდ მეოთხედი ნაწილია ჩამოთვლილი, რომლებთანაც ალდაგი თანამშრომლობს. თითოეული მათგანი არის საიმედო და მაღალრეიტინგული, რომლებიც ორიენტირებულები არიან მომხმარებლების ინტერესების დაცვაზე.

 

რა სერვისებს გვთავაზობს ალდაგი?

როგორც წესი, წლების განმავლობაში კომპანია უამრავი სერვისით უზრუნველყოფს კლიენტებს.

ალდაგი გთავაზობთ დაზღვევას შენთვის:

კომპანიას აქვს მრავალფეროვანი პროდუქტები, რომლებსაც გთავაზობთ სპეციალურად თქვენი და თქვენი ქონების დასაზღვევად. თქვენზე მორგებული პირობების მისაღებად აუცილებელია მიმართოთ აგენტს.

დაზღვევა შენი ბიზნესისთვის:

  • დასაქმებულთა დაზღვევა ექსკლუზიური პროდუქტი ალდაგისგან;
  • ქონების დაზღვევა;
  • სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა;
  • პასუხისმგებლობის დაზღვევა;
  • ტვირთების დაზღვევა;
  • პირუტყვის დაზღვევა;
  • მოსავლის დაზღვევა;

კორპორატიული დაზღვევა:

  • კომპლექსური სადაზღვევო პროდუქტი ბიზნესისთვის;
  • დასაქმებულთა დაზღვევა ექსკლუზიური პროდუქტი ალდაგისგან;
  • სადაზღვევო გარანტია;
  • კიბერ დაზღვევა;
  • აგროდაზღვევა;
  • ფინანსური რისკების დაზღვევა;
  • ტრანსპორტის დაზღვევა;
  • პასუხისმგებლობის დაზღვევა;
  • ქონების დაზღვევა;

ავტო დაზღვევა ალდაგი-ში

იქიდან გამომდინარე, რომ მანქანის ყოლა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს მისი დაზღვევა აუცილებელი რამაა. ავტომობილის მართვისას არავინ იცის როდის შეიძლება დაზიანდეს ის. ავტო დაზღვევის სარგებლობით თქვენს ფინანსებს გაუფრთხილდებით, რაც შემდგომში დიდ გავლენას იქონიებს მასზე. ნებისმიერ დროს, მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევისას, ავტო დაზღვევა თქვენ დაგეხმარებათ. სჭირდება მას დაზიანებული ნაწილების აღადგენა თუ შეცვლა, რაც მთავარია ყოველივე ეს ძალიან მოკლე დროში ხდება.

ალდაგის 24 საათიანი ავტო ასისტანსის მომსახურება მოიცავს:

  • სათადარიგო საბურავის არსებობის შემთხვევაში მის დაბერვას ან შეცვლას;
  • უმნიშვნელო ტექნიკური პრობლემების მოგვარებას ადგილზევე;
  • საწვავით უზრუნველყოფა;
  • ლაფეტით მომსახურება თბილისი და თბილისიდან 20 კმ რადიუსში;
  • ლაფეტით მომსახურება ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, გორში, თელავში და ამ ქალაქებიდან 10 კმ რადიუსში;
  • აკუმულატორის დამუხტვა;

რაც შეეხება, მძღოლისა და მგზავრების დაზღვევას. აღნიშნულით სარგებლობისას თქვენ შეძლებთ თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები.

იმისათვის, რომ მეტი ინფორმაცია გქონდეთ ფინანსურ ბაზარზე არსებულ პროდუქტებზე, მათ ხელმისაწვდომობასა და მიზნობრიობაზე, ეწვიეთ Finpanda-ს, სადაც შეძლებთ იპოვოთ ყველა საჭირო მონაცემები კომპანიებსა და მათ სერვისებზე.