ფინკა საქართველოში 1998 წელს გამოჩნდა, საერთაშორისო მიკროსაფინანსო ინსტიტუტების ქსელის ფილიალის სახით. როგორც ხედავთ, ამ კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს ქართულ ბაზარზე საქმიანობის წარმოების, რაც მათ საშუალებას აძლევთ მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სერვისები შექმნან. ფინკა სთავაზობს კრედიტებს მიკრო მეწარმეებს როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში, რათა მათ გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები.
რას გვთავაზობს ფინკა?
დღესდღეობით, ფინკა რამდენიმე ტიპის მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს. ჩვენ ყურადღება გავამახვილოთ სესხებზე:
იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, თუ რას გვთავაზობს ფინკა ამ დასახელებების უკან, მოდით მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი.
ფინკა ბანკის სწრაფი სესხები შექმნილია მათთვის, ვისაც შემოსავალი აგრო ბიზნესიდან ან წარმოებიდან აქვს. მათ შეუძლიათ ისარგებლო 1000დან 4000 ლარამდე სესხით, 24 თვემდე. საშეღავათო პერიოდი შეადგენს 11 თვეს და რაც მთავარია, სესხის უზრუნველყოფა არ არის აუცილებელი.
ბიზნეს სესხი საუკეთესო შემოთავაზებაა მათთვის, ვისაც შემოსავალი აქვს ბიზნესიდან და სურს თავიანთ ინტერესზე მორგებული გრაფიკი. ამ ტიპის სესხი შეგიძლიათ აიღოთ 40001-დან 60 000 ლარამდე თანხა, 60 თვის ვადით. რაც შეეხება უზრუნველყოფის პირობებს:
15 000 ლარამდე - თავდების გარეშე
40 000 ლარამდე- გირაოს გარეშე
40 001 ლარიდან 60 000 ლარამდე - გირაოთი
გარდა ამისა, საჭირო არ არის სესხის მიზნობრიობის დაფიქსირება. მოტივი შეიძლება იყოს ნებისმიერი: ბიზნესის მარაგის შევსება, ბიზნესის გაფართოვება, კომერციული ფართის რემონტი, საოჯახო ტექნიკის შეძენა და სხვა პირადი თუ ბიზნეს მიზნები.
ამ ტიპის სესხის მიღებას აქვს სხვა უპირატესობებიც, მაგალითად შეგიძლიათ ერთი დღის ვადაში მიიღოთ თანხა და აგრეთვე, გადახდის გრაფიკის შემუშავების საშუალებაც გეძლევათ.
აგრო სესხი მათთვის არის იდეალური, ვისაც აქვს სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი და სურს 60 000 ლარამდე კრედიტი, ინდივიდუალური გრაფიკით. მსგავსად ბიზნეს სესხისა, შეგიძლიათ მიიღოთ 40001 ლარიდან 60 000 ლარამდე თანხა 60 თვემდე ვადით.
აგრო განვადება საუკეთესო საშუალებაა აგრო ტექნიკის შესაძენად, თუ თქვენ ეწევით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და გსურთ აიღოთ თანხა უმოკლეს დროში. შეგიძლიათ მიიღოთ 100-დან 4500 ლარამდე თანხა 24 თვემდე ვადით.
აღნიშნული განვადება გაიცემა მიზნობრიობით: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/აღჭურვილობის შესაძენად, სათესლე მასალის შესაძენად, შხამ-ქიმიკატების შესაძენად, აგრო/პირუტყვის დასაზღვევად და სხვა.
სამომხმარებლო სესხი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი თანხა, თუ იღებთ ხელფასს, ან სწრაფ ფულად გზავნილებს საზღვარგარეთიდან. თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ 1000-დან 30 000 ლარამდე თანხა, მაქსიმუმ 60 თვემდე ვადით. ამასთან, 10 000 ლარამდე სესხი გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე.
ბიზნეს ოვერდრაფტი საშუალებას იძლევა ისარგებლოთ მიმდინარე ანგარიშზე არსებულ თანხაზე მეტით. მისი ძირითადი პირობებია:
ოვერდრაფტის მინიმალური ოდენობა შეადგენს 100 ლარს/დოლარს, ხოლო მაქსიმალური - 6000 ლარს, 3000 დოლარს.
საკრედიტო ლიმიტი თქვენს ანგარიშზე არსებული წინასწარ დამტკიცებული თანხაა, რომელსაც ფინკა ბანკის ბარათის მეშვეობით გამოიყენებთ ნებისმიერ სავვაჭრო ობიექტში, ან თანხის გასანაღდებლად. საკრედიტო ლიმიტით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს სტაბილური შემოსავალი. თანხის ოდენობა განსაზღვრულია 500 ლარიდან 4000 ლარამდე, 24 თვის ვადით.
სესხი ფულადი გზავნილებით საუკეთესო ვარიანტია, თუ თქვენ სტაბილურად იღებთ ფულად გზავნილებს საზღვარგარეთიდან. ამ ტიპის კრედიტის მეშვეობით შეგიძლიათ მიიღოთ 1000-დან 30 000 ლარამდე თანხა, მაქსიმუმ 24 თვის ვადით. სერვისით სარგებლობისათვის გესაჭიროებათ საბანკო ამონაწერი, ან თანხის განაღდების ქვითრები.
ფინკას ხელსაყრელი შემოთავაზებები აქვს მათთვის, ვისაც ესაჭიროება თანხა მარტივად, სწრაფად და განსხვავებული დროით, თუმცა როგორც ხედავთ, ბევრი ნიუანსია, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია, სანამ მიიღებთ კრედიტის აღების გადაწყვეტილებას. ამაში დაგეხმარებათ finpanda, რომელიც ფინანსური ბაზრის მუდმივი მონიტორინგის წყალობით, გეხმარებათ მარტივად იპოვოთ თქვენთვის ხელსაყრელი სერვისი.