5.0

მომხმარებლის შეფასება

854

ირჩევს ჩვენს კომპანიას

584

გაცემული სესხი

აიღე სესხი
  • საერთო შეფასება
  • მოქნილობა & პირობები
  • ღირებულება & განაკვეთი
  • ვებ-გვერდი & სერვისები
  • მომხმარებლის მხარდაჭერა

რატომ

ნეტკრედიტი - აიღე სესხი netcredit.ge-ზე?

  • სწრაფი სესხი 50 ლარიდან - 1000 ლარამდე
  • სესხის პერიოდი: 30 დღის ვადით
  • პირდაპირი გადახდა თი ბი სი ბანკი, ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი
  • საკრედიტო შემოწმება არ ხდება სამთავრობო საკრედიტო დაწესებულებაში

ძებნა

იპოვეთ თქვენთვის საუკეთესო შეთავაზება

თვე

თანხის საწყისი ოდენობა განისაზღვრება მობილური აპარატის საბაზრო ღირებულების შესაბამისად. ლიზინგის ვადაა 30 დღე. პირველი ლიზინგის სარგებლობის მაქსიმალური თანხა შეადგენს 500 ლარს. განმეორებითი ლიზინგის აღების შემთხვევაში კი მაქსიმალური თანხაა 1000 ლარი.

თუ თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია და მოახდინეთ ჩვენს სისტემაში თქვენი მობილური აპარატის იდენტიფიცირება, ჩვენი ოპერატორები უმოკლეს დროში დაგიკავშირდებიან, რათა მოხდეს თქვენი განაცხადის განხილვა. ყურადღება მიაქციეთ, რომ ანგარიში საიდანაც ხორციელდება გადარიცხვა აუცილებლად უნდა გეკუთვნოდეთ თქვენ და არა თქვენი ოჯახის წევრს, მეგობარს, თანამშრომელს და ა.შ წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა არ დაგიმტკიცდებათ. აქვე გაცნობებთ, რომ ინფორმაცია თქვენს განაცხადზე არ გაიცემა ზემოთ ჩამოთვლილ პირებზე.

ვალდებულების დაფარვა შეგიძლიათ ნებისმიერ თქვენთვის ხელსაყრელ დროს. ვალდებულების ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, წინსწრების საკომისიო არის ძირითადი თანხის 2%.

  • სამუშაო საათები ორშაბათი - პარასკევი : 10:00 - 19:00
  • საკონტაქტო ინფორმაცია info@netcredit.ge

ნეთ კრედიტი არის ტვინგოს შვილობილი კომპანია, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებით სარგებლობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა საქართველოში მხოლოდ 2014 წლიდან გამოჩნდა ფინანსურ ბაზარზე. ეს კომპანია პირველჯერზე გვთავაზობს 500 ლარამდე სესხს, ხოლო განმეორებით სესხზე მაქსიმუმ 1000 ლარს. მაშ, რატომ არის ასეთი პოპულარული? რადგან ნეთკრედიტი გვთავაზობს ძალიან დაბალ საპროცენტო განაკვეთს. რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ, რათა ვისარგებლოთ Netcredit-ის სესხით? ისევე როგორც სხვა კომპანიები, ნეთკრედიტსაც ანალოგიური მოთხოვნები აქვს, ესენია:

  • საქართველოს მოქალაქეობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმონა ან პასპორტი
  • თქვენი ასაკი უნდა იყოს 20-დან 60 წლამდე
  • დადებითი საკრედიტო ისტორია ან სუფთა
  • უნდა იყოთ გადახდისუნარიანი.

 

როგორ ავიღოთ სესხი?

 

პირველრიგში თქვენ ირჩევთ თანხას, ამის შემდგომ საიტს ავტომატურად გადაჰყავხართ გვერდზე, სადაც უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, რომელიც მოითხოვს თქვენი პირადი ინფორმაციის შევსებას, მათ შორის თქვენი საცხოვრებელი ადგილის მისამართს (ქალაქსა და ქუჩას). შემდეგ გაივლით იდენტიფიკაციას, რაც მოითხოვს 1 თეთრის გადარიცხვას თქვენი საბანკო ანგარიშიდან ნეთკრედიტის ანგარიშზე. ამ ეტაპების გავლის შემდეგ ელოდებით სულ რამდენიმე წუთი და იგებთ პასუხს სესხის დამტკიცებასა თუ უარყოფაზე.

 

რატომ Netcredit?

 

რა უპირატესობები აქვს ამ კომპანიას და რატომ უნდა ვისარგებლოთ ამ კომპანიით?
პირველრიგში გაგაცნობთ, რომ ამ კომპანიას აქვს დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, შედარებით სხვა კომპანიებისა. სესხის დაფარვა ძალიან მარტივია, რადგან 4 სხვადასხვა ბანკში აქვთ გახსნილი ანგარიში და უფრო მოსახერხებელია მომხმარებელთათვის. ნეტკრედიტის ონლაინ კრედიტით სარგებლობისთვის თქვენ არ დაგჭირდებათ საბუთები და დოკუმენტაცია, არც თავდები, ეს ყველაფერი კი თქვენს დროსა და ენერგიას არ გართმევთ. მოკლე ინფორმაცია:

  • სესხის მოცულობა იწყება 50 ლარიდან და მაქსიმუმ 1000 ლარს წარმოადგენს.
  • კრედიტის დაფარვის ვადა არაუმეტეს 30 დღისა.
  • გადავადების საფასური ყოველ 50 ლარზე 13 ლარი. (ანუ თუ აიღებთ 100 ლარს და მოგინდებათ გადავადება, გადასახადი გექნებათ 26 ლარი, ხოლო თუ აიღებთ 300 ლარს და გადავადება მოგესურვებათ, გადავადების საფასური იქნება 78 ლარი.)
  • წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50%.
  • თანხის მიღების საკომისიო 21.98%, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი ღირებულების გადასახადს, მობილური აპარატის განხილვისა და თანხის დამტკიცების საფასურს.
  • ვადაგადაცილების შემთხვევაში ნეგატიურად აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე, რაც თქვენ ფინანსურ მდგომარეობას არ მოუხდება მომავალში.