დიზი ლიზინგის მიზანია გახდეს ერთ-ერთი მთავარი სალიზინგო კომპანია საქართველოს ბაზარზე. რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის დახმარებით, რომელიც უმახლესი ხარისხის მომსახურების მთვარი განმაპირობებელი ძალაა.
დიზი ლიზინგით სარგებლობისას კომპანია საკუთარ აქტივს გადმოგცემთ გამოყენების უფლებით. შემდეგ ეტაპობრივად იხდით და ახორციელებთ მის გამოსყიდვას. საბოლოოდ კი, თქვენს სახელზე იფორმებთ.
მაგალითად, გსურთ მანქანის შეძენა, რომლისთვისაც იმ კონკრეტულ მომენტში არ გაქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი. სწორედ ასეთ დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ Dizi Leasing-ით. პირველ რიგში, უნდა შეავსოთ ონლაინ განაცხადი. დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში ფილიალში უნდა მიხვიდეთ მანქანის მფლობელთან ერთად.
ავტომობილი აუცილებლად შემოწმდება, რამდენად გამართულია და შეფასდება მისი მდგომარეობა. თუ ყველაფერი წესრიგშია და მანქანა იქნება კარგ მდგომარეობაში, გააფორმებთ კონტრაქტს.
თანხას, რომელიც გექნებათ იმ ეტაპზე, შეიტანთ სალიზინგო კომპანიაში, ხოლო კომპანია თავის მხრივ დაამატებს დარჩენილს. გადაურიცხავს მანქანის გამყიდველს და შეიძენს აღნიშნულ ავტომობილს თქვენთვის. ეს ავტომობილი თქვენ გადმოგეცემათ ტარების უფლებით. თანხას, რომელსაც დაგიფინანსებთ კომპანია, იხდით ყოველთვიური დაფარვის რეჟიმით. სრულად დაფარვის შემდეგ კი აქტივს საკუთარ სახელზე გადაიფორმებთ.
თუ რაიმე დამატებით ინფორმაცია ან დეტალების დაზუსტება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ძალიან სწრაფად და მარტივად დაუკავშირდეთ კომპანიას.
რა ეტაპების გავლა მოგიწევთ ლიზინგის სარგებლობისას?
დიზი ლიზინგი აფინანსებს 1000 ლარიდან 50000 ლარამდე თანხას. ძალიან სწრაფი და მარტივი პროცესია, რომელსაც სულ რაღაც რამდენიმე წუთი დასჭირდება. თქვენ მთავარია ავტომობილი შერჩეული გყავდეთ. განაცხადის შევსებას დაახლოებით 2-4 წუთამდე სჭირდება. პასუხის მისაღებად კი მაქსიმუმ 15 წუთს შეგაყოვნებთ კომპანია. მანქანის მდგომარეობის შემოწმებასაც რამდენიმე წუთი დასჭირდება, დაახლოებით 10 წუთი.
დაფინანსების მისაღებად აუცილებელია პირადობის მოწმობა / მართვის მოწმობა და ტექ. პასპორტი. ასევე თანამონაწილეობის თანხა, ავტომობილის ღირებულების 1-%-დან. რაც შეეხება მართვის მოწმობას, მისი ქონა სავალდებულო არ არის.
დიზი ლიზინგი გთავაზობთ ასევე ტაქსილიზინგს. თუ გსურთ, რომ თქვენი შრომით გამოიმუშავოთ თანხა, ამისათვის კი გჭირდებათ მანქანა დაგეხმარებათ დიზი. შეავსეთ განაცხადი და სულ რამდენიმე წუთში მიიღებთ პასუხს.
თანხა, რომელსაც კომპანია დაგიმტკიცებთ, თუ თქვენთვის მისაღები იქნება, მოგიწევთ რამდენიმე ეტაპის გავლა. ესენია:
დიზი ლიზინგის ოფისები
ფილიალში მისვლა შეგიძლიათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 სთ-მდე. ხოლო შაბათს 10:00-16:00 სთ-მდე. რაც შეეხება კვირას არასამუშაო დღეა, შესაბამისად, კომპანიის ოფისიც არ მუშაობს.
დიზის ფილიალი მდებარეობს ქ. თბილისში, საბურთალოზე. გაგარინი იურის ქ> -3/2.