Credia შეიქმნა მომხმარებელთათვის, რომლებსაც სჭირდებათ თანხა სწრაფად და არ უნდათ იმ პროცედურების გავლა, რომლებიც საბანკო სესხებთანაა დაკავშირებული და სურთ, თავი აარიდონ ზედმეტი პროცედურების გავლას, რომლებიც ენერგიასა და დროს ართმევთ. როდესაც ეს კომპანია შეიქმნა მათი ძირითადი მიზანი იყო, რომ კრედიტით სარგებლობა მარტივი და კომფორტული ყოფილიყო, ეს კი ერთ-ერთი საშუალებაა აიღოთ კრედიას სამომხმარებლო სესხი მაშინ, როდესაც თანხა სასწრაფოდ გჭირდებათ. კრედია.ჯი გთავაზობთ უსაფრთხო და დაცულ სესხს, ამასთან ერთად ითვალისწინებენ იმ შემთხვევებსაც, როდესაც კრედიტის დაფარვას ვერ ახერხებთ განსაზღვრულ ვადაში და შესაძლებლობას გაძლევთ, რომ გადაავადოთ სესხი, რაც ზედმეტი უსიამოვნებებისგან გიხსნით.
როგორ ვისარგებლოთ კრედიას სწრაფი სესხით?
პირველ რიგში უნდა შებრძანდეთ Credia-ზე, სადაც თქვენ მიუთითებთ თანხის მოცულობას, რომელიც 1000 ლარიდან იწყება და 4000 ლარამდე მთავრდება, შემდეგ მიუთითებთ სასურველ ვადას, კრედია საშუალებას გაძლევთ აიღოთ სამომხმარებლო სესხი 12 თვიდან 36 თვემდე ვადით. კალკულატორის საშუალებით დაითვლით ზუსტად თუ რა თანხის დაფარვა მოგიწევთ ყოველთვიურად და ამ ყველაფრის აწონ-დაწონვის შემდეგ ავსებთ განაცხადს, რომელიც მოიცავს შემდეგ შესავსებ ბლანკებს:
ამ ეტაპების გავლის შემდგომ ელოდებით სესხის დამტკიცებას, შეტყობინება მოგივათ ან ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე. დამტკიცების შემთხვევაში, საჭიროა თქვენმა საბანკო ანგარიშმა გაიაროს იდენტიფიკაცია, რაც 1 თეთრის გადარიცხვას გულისხმობს თქვენი ანგარიშიდან კრედიას ანგარიშზე, ამის შემდგომ თანხა მაქსიმუმ 15 წუთში თქვენს ანგარიშზე აღმოჩნდება.
რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე, რომ ვისარგებლო კრედიას სწრაფი სესხით?
კრედიას სესხით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პიროვნებას, ვინც არის საქართველოს მოქალაქე და მისი ასაკი აღემატება 22 წელს, აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი, საბანკო ანგარიში, ელ-ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. განაცხადის შევსებიდან კრედია მოიძიებს ინფორმაციას თქვენ საკრედიტო ვალდებულებებზე, გაქვთ თუ არა მიმდინარე დავალიანება, რამდენად გადახდისუნარიანი ხართ და როგორი საკრედიტო ისტორია გაქვთ, ამის შემდგომ თქვენზე სესხის მაქსიმალური ლიმიტი იქნება გაცემული და მხოლოდ ამის შემდგომ შეძლებთ კრედიას სესხით სარგებლობას.